SAFETY RULES

geo

eng

rus

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ პირობებს. თქვენს მიერ ფესტივალზე დასასწრები ბილეთის შეძენა განიხილება, რომ თქვენ გაეცანით წინამდებარე პირობებს და ათვითცნობიერებთ მასში მითითებულ გაფრთხილებებს და ვალდებულებებს.
გისურვებთ დაუვიწყარი დროის გატარებას ჩვენს ფესტივალზე.
 
 
1. გარემო პირობებთან და ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით:
1.1. წინამდებარე გაფრთხილებების შესრულება სავალდებულოა ფესტივალის მონაწილე ყველა პირისათვის, მათი უგულვებელყოფის შემთხვევაში, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი იხსნის პასუხისმგებლობას. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი იმედოვნებს, რომ გამოიჩენთ პასუხისმგებლობას საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
1.2. ფესტივალი Gudauri Summer Set ტარდება ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, შესაბამისად, პირს რომელსაც აწუხებს არტერიული წნევის ცვალებადობა, გულისისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პათოლოგია, ეპილეპსიის რომელიმე სახე - გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფესტივალზე დასწრებისაგან.
1.3. დაუშვებელია ფესტივალზე დასწრება 5 თვის ზემოთ ორსულთათვის.
1.4. დღის განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურა არის +20-დან ზემოთ, ხოლო ღამის განმავლობაში 0 დან +3 გრადუსამდე. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, თან იქონიოთ როგორც დღის ტანსაცმელი, ასევე, თბილი ქურთუკი, შარვალი და შესაბამისი ფეხსაცმელი.
2. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით:
2.1. ფესტივალის შესასვლელში განთავსებული იქნება შესანახი კარადები გასაღებით, სადაც შეძლებთ თქვენი ბარგის შენახვას. გთხოვთ, მოუფრთხილდით თქვენს ნივთებს, რადგან, ფესტივალის უსაფრთხოების სამსახური პასუხს არ აგებს თქვენს მიერ დაკარგულ ნივთებზე.
2.2. ფესტივალზე იქნება ძლიერი განათება რომელმაც შესაძლოა ავნოს თქვენს მხედველობას. შესაბამისად, სასურველია, ღამის საათებშიც თან იქონიოთ მზის სათვალე.
2.3. ფესტივალის ტერიტორია შემოღობილია და აღჭურვილია გარე განათებით.
2.4. დაუშვებელია ფესტივალის ტერიტორიის დატოვება და მთაზე მარტო სიარული, რადგან, მთაზე, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, შესაძლებელია დაიკარგოთ. ასევე, მთაზე ბინადრობენ გარეული ცხოველები, მაგ.: მგელი, შესაბამისად, სასტიკად აკრძალულია ფესტივალის შემოღობილი ტერიტორიის დატოვება. ფესტივალის ტერიტორიის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად განკუთვნილი გასასვლელებიდან.
2.5. ფესტივალზე ღამის საათებში 20.00 saaTidan, არის ასაკობრივი შეზღუდვა 18+. დღის განმავლობაში ფესტივალი მოხარული იქნება გვესტუმროთ ბავშვებით (18 წლამდე უფასოდ) და შინაური ცხოველებით. შინაური ცხოველების მოყვანის შემთხვევაში, მსმენელი ვალდებულია იზრუნოს მისი ცხოველის მიერ დაბინძურებული ადგილების სისუფთავეზე.
 
3. ფესტივალის ლოჯისტიკური და სხვა საორგანიზაციო საკითხები:
3.1. ფესტივალის შესასვლელში განთავსებულია 4 სამედიცინო პუნქტი შესაბამისი კვალიფიციური პერსონალით. ასევე, სამედიცინო მოძრავი პერსონალით. არ მოგერიდოთ ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მიმართოთ სამედიცინო პუნქტს.
3.2. ფესტივალის შესასვლელში განთავსებულია საინფორმაციო და სამაშველო კარავი, სადაც 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზი და სამაშველო ჯგუფი, რომელიც მოგემსახურებათ საჭიროების შემთხვევაში.
3.3. განსაკუთრებული ლოკაციიდან გამომდინარე, ფესტივალზე დაიშვება ადამიანების მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა. შესაბამისად, გაიყიდება ბილეთების შეზღუდული რაოდენობა.
3.4. თქვენს მიერ შეძენილ ბილეთებზე და სამაჯურებზე, რომელიც გადმოგეცემათ ფესტივალის შესასვლელში, დატანილია ცხელი ხაზის ნომერი. არ მოგერიდოთ ნებისმიერ დროს ნებისმიერი საკითხით მიმართოთ ცხელ ხაზს.
 
 
 
 

Please read these terms carefully. Buying a ticket for the festival will imply that you read and understand these terms, warnings, and responsibilities.

We wish you an unforgettable time at our festival.

 

1.     Environmental conditions and health issues:

1.1  Fulfillment of these warnings is mandatory for all participants of the festival. In the case of their neglect, the organizational group of the festival will not be held responsible. This warnings and limitations are for your own safety.

1.2  Gudauri Summer Set festival is held in the alpine zone, 2700 meters above sea level. Persons with arterial pressure diseases, heart diseases, respiratory system related problems or epilepsy are kindly requested not to attend the festival.

1.3  It is not permitted to attend the festival for pregnant women after the fifth month of pregnancy.

1.4  Expected temperature is during the day + 20C, and overnight from 0 to +3 C. Please be aware of this and bring warm and rainproof clothing and shoes.

2.     Safety information:

2.1  The festival will provide storage boxes with keys at the entrance, where you can store your personal belongings. Please take care of your belongings. The festival security service will not be responsible for lost items.

2.2  There will be a strong lighting system at the festival which can damage your eyesight. We recommend wearing sunglasses during the light show even at night.

2.3  The festival area is fenced in and is equipped with outdoor lighting.

It is unacceptable to leave the festival area and walk alone on the mountain, because outside the festival you may get lost. There can be wild animals on the mountain. It is severely prohibited to leave the fenced area of the festival. You can leave the festival area only from specially designed exits.

2.4  After 20.00 pm the festivals age limit is 18+.  During the day you are allowed to bring your children free of charge before 18 years old.

2.5  Pets are allowed. In case of taking your pet to the festival, be aware that you are solely responsible for damage and dirt your pet causes.

3.     Logistics and other organizational issues of the festival:

3.1  At the entrance of the festival will be 4 medical units with appropriately qualified personnel. On the festival, area will be mobile medical staff available. Do not hesitate to apply for medical help in case of any complaint.

3.2  Information and rescue tent will be located at the entrance of the festival. Info and emergency hotline and the rescue team will be available 24 hours a day.

3.3  Due to the special location in the mountains only a limited number of people will be admitted to the festival. Only a limited number of tickets will be sold. Please call the hotline or check online if tickets are available before making the way to Gudauri.

 

3.4  The hotline and rescue number will be printed on the tickets and bracelets that you will get at the entrance. Do not hesitate to call the hotline for any question any time.